კრემლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 22 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრემლი – რუსულად აღნიშნავს ციხესიმაგრეს, ციტადელს, ციხე-კოშკს, ციხე-ქალაქს შემოსაზღვრულს გალავნითა და კოშკებით და მიუთითებს დიდ გამაგრებულ ცენტრალურ კომპლექსზე, რომელიც ტიპურია ისტორიული რუსული ქალაქებისთვის. კრემლის კომპლექსის ასაგებად ხშირად მდინარის ნაპირს ან შემაღლებულ ადგილს ირჩევდნენ. ძველად რუსეთში ქალაქად მოიხსენიებოდა მხოლოდ ისეთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც გააჩნდა კრემლი. კრემლის კედლების ასაგებად გამოიყენებოდა ქვა, ხე, ან ქვა და ხე კომბინაციაში. რუსეთში კრემლი გააჩნიათ შემდეგ ქალაქებს: ასტრახანი, ბელგოროდი, ვიაზმა, ვლადიმირი, ვოლოგდა, ზარაიცკი, კალუგა, კოლომნა, კოსტრომა, მოჟაისკი, მოსკოვი, ნიჟნი ნოვგოროდი, ნოვგოროდი, ფსკოვი, რიაზანი, როსტოვი, სარანსკი, სეპუხოვო, სმოლენსკი, ტობოლსკი, ტულა, უფა, ყაზანი და სხვ.