კუდიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:41, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუდიანი – ხალხური რწმენის თანახმად, ადამიანი (უმეტესად დედაკაცი), რომელსაც კუდი აქვს, მაგრამ მისი არსებობა ხალხის თვალისგან დაფარულია. თუ იგი ცხადი გახდა, მის კუდიანობას ძალა ეკარგება. კუდიანის გადასაადგილებელი საშუალება კატაა, მადლი ან ცოცხი, რომელსაც, როგორც ცხენს, გადააჯდება კუდიანი და გაფრინდება კუდიანთა და ავსულთა შეკრებაზე. კუდიანს შეუძლია სხვადასხვა, განსაკუთრებით, უწმიდურ ცხოველებად ან მწერებად გადაქცევა (მაქციობა); შეუძლია გაძვრეს კარის ჭუჭრუტანაში. კუდიანს, ქალსაც და კაცსაც, ორი სული და ორი გული აქვს: ერთი წმიდა, მეორე უწმიდური. ღამით ის სტოვებს წმიდა სულსა და გულს და უწმიდური სულითა და გულით მიდის თავის საკუდიანო საქმეზე.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის