ლითონთერმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლითონთერმია (მეტალოთერმია) − (ძვ. ფრანგ. metal ლითონი; მასალა, მატერია, ნივთიერება < ლათ. metallum კარიერი, ქვის სამტეხლო, ლითონი < ბერძ. métallon მაღარო, საბადო, ქვის სამტეხლო; ლითონი, მადანი და ბერძ. thérmē სითბო, სიცხე), ლითონების აღდგენა მათი ნაერთებიდან ქიმიურად უფრო აქტიური ლითონებით მაღალ ტემპერატურაზე. აღმდგენის სახეობის მიხედვით განასხვავებენ ალუმინთერმიას, სილიკოთერმიას, მაგნიუმთერმიას, კალციუმთერმიასა და სხვ. ლითონთერმია გამოიყენება ზოგი ფერადი და იშვიათი ლითონების წარმოებისათვის.