ლითონის პროფილები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 18 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლითონის პროფილები – სხვადასხვა განივკვეთის ლითონის გრძელი პროფილები ფოლადისა (გაგლინული, შენადუღი, ცივნაჭედი) და ალუმინის შენადნობებისაგან (გაგლინული და დაწნეხილი). ფოლადის პროფილები გამოდის კუთხოვნების, შველერების, ორტესებრების, ტესებრების, ფურცლების, ზო-ლურების, რულონების, ლენტების, კვადრატების, მილების, რელსების და ა.შ., ხოლო ალუმინის შენადნობების – კუთხოვანების, შველერების, ორტესებრების, ტესებრების, ფურცლების, წნელების, მავთულებისა და ა.შ. სახით. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ფოლადის პროფილები.