ლონდონის საზღვაო კონფერენცია 1935-36
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:06, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლონდონის საზღვაო კონფერენცია 1935-36 (9 დეკემბერი – 25 მარტი) – გაიმართა საზღვაო შეიარაღების რეგლამენტაციის საკითხებზე დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და იაპონიის მონაწილეობით. შემუშავდა შეთანხმება (იტალიამ და იაპონიამ მას ხელი არ მოაწერეს), რომელიც ზღუდავდა ხომალდების წყალწყვას და მათი ქვემეხების კალიბრს:
- სახაზო ხომალდებისთვის – 35 ათ. ტ და 14 დუიმით (355,6 მმ),
- ავიამზიდებისთვის – 23 ათ. ტ და 6 დუიმით (159,94 მმ),
- კრეისერებისთვის – 8 ათ. ტ და 6,1 დუიმით,
- წყალქვეშა ნავებისთვის – 2 ათ. ტ და 5,1 დუიმით (129,54მმ).
1936 წელს შეთანხმებას შეუერთდნენ სსრ კავშირი და გერმანია, 1938 წელს – სკანდინავიის ქვეყნები.