მაგნეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:13, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაგნეზია − (ლათ. magnēsia შავი მინერალი), თეთრი ფხვნილი ან ხსნარი, მაგნიუმის ჟანგი (ქიმიური ფორმულა: MgO) ან მარილი.
თხევადი მაგნეზია კარგად აცილებს ცხიმოვან ლაქებს ქსოვილებზე, ქაღალდზე, მატყლზე, სწრაფად აშრობს სველ ხელებს, ზრდის ხელის მტევნის შეჭიდულობას სხეულებთან (მაგ., მთამსვლელებს კლდეზე ასვლისას მუდმივად თან აქვთ მაგნეზიის ფხვნილით სავსე პარკი, ძალოსნები სიმძიმის აწევის წინ ხელებს იპოხავენ მაგნეზიის ფხვნილით და სხვ.). მწვარი მაგნეზია გამოიყენება სამშენებლო საქმეშიც (ცემენტის წარმოება, ცეცხლმედეგი მასალების წარმოება), აგრეთვე მედიცინაში.