მართვის ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მართვის ჯარები – ჯარების გვარეობა სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში. მისი დანიშნულებაა შტაბების უზრუნველყოფა კავშირგაბმულობით, სადაზვერვო მონაცემებით, ჯარებში საერთო წესრიგის და დისციპლინის დაცვა. შეიცავს კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკურ, რადიო, რადიოტექნიკური დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის, ტოპოგრაფიულ, სამხედრო პოლიციის და ფსიქოლოგიური ომის ნაწილებს და ქვედანაყოფებს.