მახაშის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახაშის ხატი − სვანეთში მახაშის ერთ-ერთ მთაზე წმიდა მარიამის ეკლესია დგას. ერთხელ ეკლესია ოსებს გაუძარცვავთ, ხატები და ვერცხლის ჯვრები წაუღიათ. მერე ღვთისმშობლის ხატს ტყვეობიდან თავი დაუღწევია და მახაშისკენ გადმოფრენილა, ხის ფუღუროში შეუფარებია თავი. გავიდა დრო და ხე თანდათან მრთელდებოდა, ფუღურო კი ვიწროვდებოდა. ერთ მღვდელს სიზმარში დასიზმრებია ხატი, რომელსაც უთქვამს მისთვის, აქ ძალიან ვიწროდ ვარ და მიშველე, გვერდები მემტვრევაო. მეორე დღეს მღვდელმა მოძებნა ფუღურო, გამოაბრძანა იქიდან ხატი და თავის ძველ ადგილზე დააბრძანა. ხატს ფუღუროს სივიწროვისგან გვერდები მართლაც გამრუდებული ჰქონია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები