მეანდრი (მდინარიის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეანდრი − (ბერძ. máiandros < მცირე აზიის მდინარე მეანდრის სახელის მიხედვით) – ვაკის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მეანდრი გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში, იქ სადაც ნელი დინებაა. ჩაღუნული ნაპირი როგორც წესი ციცაბოა, ხოლო ამობურცული ნაწილი – აღმართია. მეანდრს მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის. საქართველოში დიდ სიგრძეზე მეანდრი ახასიათებს მდინარე იორს.