მენესო (ჭართლის თემი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:24, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მენესო – სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემი), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 950 მ, დუშეთიდან 41 კმ.
სახელწოდება
სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ საინტერესო გადმოცემა არსებობს: „ორი კაცი წასულა სათიბად; თურმე ნარდად სთიბავენ. შუადღისას პურის საჭმელად რო დამსხდარან, ერთს უთქვამს, ამ ფერდობს აქეთ სულ მე გავთიბეო. მეორეს სიბრაზისაგან ცეცხლი წაჰკიდებია, წამომხტარა ზეზე, ცელის ტარი მოწაზე დაურტყამს და დაუძახნია: შენ კი არა, ჩემი ნათიბია, მენ გავთიბე, მენ, ესო!) ამის თქმა და თავის წაცლა ერთი ყოფილა: ჩამოქნეულ ცელის პირს თავი წაუჭრია ხარბი მთიბავისათვის“. (ვალიკო ჭიკაიძე, სოფ. დგანალი).
სახელწოდება მენესო ადამიანის საკუთარ სახელს უნდა უკავშირდებოდეს.