მერქნის ბზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის ბზარი − მერქნის მანკი, ბოჭკოების გასწვრივ შიგა ძაბვების ზემოქმედებით მერქნის გაგლეჯის შედეგი. მერქნის ბზარი არღვევს მერქნის მთლიანობას, ამცირებს სიმტკიცეს, ზოგჯერ კი მერქანს საერთოდ უვარგისს ხდის მშენებლობისათვის. სახეობის მიხედვით ბზარების დახარისხებას აზრი აქვს მხოლოდ მსხვილი სორტიმენტებისათვის, მცირედისთვის კი მას იხილავენ, როგორც ერთიან მანკს. გამოყოფენ განივ და ანატკეჩ ბზარებს. ზოგადად სამშენებლო კონსტრუქციებსა და ნაკეთობებში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის ბზარები: ამოჭმის, ბეწვა, ბლანტი, გაგლინული, განვითარებადი, განივი, გრძივი, გულგულის, გულნაბზარი, დაღლილობის, დეფორმაციის, ზედაპირული, თერმული, თმისებრი, კრისტალთშორისი, კუთხის, მაგისტრალური, მარცვალთშორისი, მეორეული, მყიფე, ნახლეჩი, რადიალური, სიღრმისეული, ტექტონიკური, ტორსული, ყინულის, შეკრული, შეშრობის, ცივი, ცხელი, ძაბვის, წინმსწრები, წრთობის, ხეხვისა და სხვ.;



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები