მერქნის კონსტრუქციული დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის კონსტრუქციული დაცვა − ხის კონსტრუქციების ექსპლუატაციის ისეთი რეჟიმი, როდესაც ტენიანობა არ აღემატება ლპობისათვის ხელშემწყობ დონეს. ის მიიღწევა შედეგი ღონისძიებების გატარებით: სახურავის საკმაოდ დიდი შვერისა და ფასადებს დაშორებული ჩაშენებული დეტალების მოწყობა, სახურავიდან წყლის სწრაფი გადაყვანა, კონსტრუქციებისა და შეფიცვრისათვის რაციონალური პროფილების შერჩევა, შენობაზე საფარველის, საცვრეს, წვეთოვანი არხებისა და სხვათა სწორი განლაგება, წყლის შემკრები კუთხეების, ღარების, პირაპირების შესაძლო მინიმალური რაოდენობა, დასველებული ელემენტების სწრაფი შრობის უზრუნველყოფა და სხვ. გარდა აღნიშნულისა, მიიღება სიფრთხილის შემდეგი ზომები: შეერთებებში გამოყენებული ლითონის დეტალები უნდა იყოს უჟანგავი ან მოთუთიებული; ჰორიზონტალური და დახრილი ხის ზედაპირები იმოსება ბურულით; ნაკერები ხის ელემენტებს შორის ისე ეწყობა, რომ გამოცვლა და რემონტი შესაძლებელი იყოს სახიფათო შედეგების გარეშე; ნესტიან და სველ სათავსებში (სააბაზანე, საშხაპე, ცხენსადგომი, საძროხე, საღორე და სხვ.) აუცილებლად ეწყობა გასანიავებელი საშუალებები და სხვ



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები