მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9,8 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარის ჩარჩო, კუთხეები და ზედა სარტყელი მოპირკეთებულია რუხი ქვით. სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - თითო სარკმელი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით აქვს მინაშენები.