მეცელის ბიგარო (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეცელის ბიგარო

მეცელის ბიგარო Bigarreau de Mézel

ბლის ეს ჯიში წარმოშობით საფრანგეთიდანაა, სადაც ნაპოვნი იყო როგორც შემთხვევითი თესლნერგი მებაღე ლიჟმის მიერ.

გავრცელებულია საფრანგეთში.

საქართველოს რაიონებში იშვიათად გვხვდება.

ხე ძლიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით, ხშირი დატოტვით.

ნაყოფი მომრგვალო – გულისებრი ფორმისაა, ოდნავ შებრტყელებული, შესამჩნევი ღარით.

ნაყოფის კანი საშუალოდ მკვრივია, მუქი წითელი ფერისაა, შესამჩნევი მოთეთრო წინწკლებით.

ნაყოფის ხორცი წითელი ფერისაა, ნაზი, კარგი გემოსი, წვნიანი. წვენი შეღებილი აქვს წითლად.

კურკა მსხვილი აქვს. ხორცი არ სცილდება კურკას.

ნაყოფი მწიფდება საშუალო პერიოდში.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები