მეცელის ბიგარო (ბლის ჯიში)
მეცელის ბიგარო - (Bigarreau de Mézel). ბლის ეს ჯიში წარმოშობით საფრანგეთიდანაა, სადაც ნაპოვნი იყო როგორც შემთხვევითი თესლნერგი მებაღე ლიჟმის მიერ. გავრცელებულია საფრანგეთში. საქართველოს რაიონებში იშვიათად გვხვდება.
ხე ძლიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით, ხშირი დატოტვით.
ნაყოფი მომრგვალო – გულისებრი ფორმისაა, ოდნავ შებრტყელებული, შესამჩნევი ღარით.
ნაყოფის კანი საშუალოდ მკვრივია, მუქი წითელი ფერისაა, შესამჩნევი მოთეთრო წინწკლებით.
ნაყოფის ხორცი წითელი ფერისაა, ნაზი, კარგი გემოსი, წვნიანი. წვენი შეღებილი აქვს წითლად.
კურკა მსხვილი აქვს. ხორცი არ სცილდება კურკას.
ნაყოფი მწიფდება საშუალო პერიოდში.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
