მზვერავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:27, 29 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზვერავი - პირი, რომელიც მოიპოვებს, სწავლობს, აზოგადებს ცნობებს მოქმედი და სავარაუდო მოწინააღმდეგის შესახებ. დაზვერვის წარმოების და შესასრულებელი ამოცანების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ საჯარისო და აგენტურულ დაზვერვას.

უფრო ვიწრო გაგებით, მზვერავი არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფარულად გადადის ცნობების შესაგროვებლად მოწინააღმდეგის განლაგებაში სამხედრო ფორმით შემოსილი. მსტოვრისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მზვერავზე ვრცელდება ომის კანონები და წეს-ჩვეულებები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები