მილისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მილისი – მანქანის, მექანიზმის ცილინდრული ან კონუსური დეტალი ღერძული (გრძივი) ნახვრეტით, რომელშიც თავსდება შესაუღლებელი დეტალი. გამოიყენება საკისრებში, სამაგრებსა და გადამყვანებში ბორბლის დასასმელად ღერძზე ან ლილვზე. მკვეთრად ამცირებს ხახუნის ძალებს და იცავს მბრუნავ დეტალებს ცვეთისგან.
მილისის სახეებია: ბრინჯაოს, დისკური მუხრუჭის, განმბჯენი, გასართი, ექსცენტრული, ველოსიპედის, ზამბარის, თვითზეთვადი, თვლის, თუჯის, კონუსური, კუთხვილიანი, მაერთებელი, მამჭიდროებელი, მამხოლოებელი, მაცენტრებელი, მიმმართველი, მომჭიმავი, მოძრავი, მცურავი, პლასტმასის, რეზინის, საბჯენი, სადისტანციო, სამაგრი, სარეგულაციო, საყენებელი, საცვლელი, სახსროვანი, სოგმანიანი, უძრავი, ფაიფურის, ფოლადის, შემრთველი, შემყვანი, ცილინდრული, ჩაწნეხილი, ჩობალის, ჭიქისებრი და სხვ.