მინაპლასტიკის არმატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 4 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინაპლასტიკის არმატურა − კომპოზიტური არმატურა, დამზადებული მინაბოჭკოსა და თერმორეაქტიული ფისებისაგან. მინაბოჭკო მინაპლასტიკის არმატურას ანიჭებს სიმტკიცეს, ხოლო ფისები გამოიყენება შემკვრელად. ასეთი არმატურის უპირატესობაა მცირე წონა, მაღალი სიმტკიცე და კოროზიამედეგობა, რის გამოც მომავალში ის განიხილება, როგორც ფოლადის არმატურის ალტერნატივა.