მინერალური ნედლეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინერალური ნედლეული – ბუნებრივი მინერალური სხეულები (სასარგებლო წიაღისეული), აგრეთვე მარილშემცველი რეზერვუარები (ზღვა, ტბა, მიწისზედა წყლები), რომლებიც წარმოადგენს მადანს მრეწველობისათვის საჭირო ლითონებისა და სხვა ქიმიური ელემენტების მისაღებად. მინერალური ნედლეული გამოიყენება ენერგეტიკის საჭიროების (ნახშირი, ნავთობი, აირი), მშენებლობის, ქიმიური მრეწველობის, ელექტროტექნიკისათვის და სხვ.