მისარონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:40, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისარონი − მისარონი ფარცვანიების ხატი იყო სამეგრელოში, მისარონის კარზე ესვენა თურმე. ერთხელ თურქობის დროს თურქებმა ხატი გამოიტანეს ეკლესიიდან და თან წაიღეს. ხატმა გამტაცებლებს თვალის ჩინი წაართვა და ისინი უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდნენ, გზა ვერა და ვერ გაიგნეს, სულ ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ. მაშინ მიხვდნენ, რომ ხატის გამო დაემართათ ეს ამბავი. როგორც კი გადაწყვიტეს ხატის უკან დაბრუნება, თვალი აეხილათ. ამის შემდეგ, თვალი რომ ეტკინებოდათ, მისარონის ხატს შესთხოვდნენ განკურნებას და იკურნებოდნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები