მისტერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:01, 31 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მისტერია – რელიგიური დრამა ან სანახაობითი წარმოდგენის სხვა სახე დასავლეთ ევროპაში (შუა საუკუნეებში). მისტერიის სიუჟეტი აგებული იყო ბიბლიის, სახარების, წმინდანთა ცხოვრების თემებზე, პირველ ხანებში სრულდებოდა ეკლესიებში, შემდგომ კი, როცა ბიბლიურ ტექსტს დაემატა ლეგენდები, ფარსები, ოხუნჯობანი ქალაქის მოედნებზე.