მიწოდება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიწოდება - (supply) - ეკონომიკური კატეგორია და ბაზრის მნიშვნელოვანი ელემენტი - საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალის, ფულისა და ა.შ. ის ერთობლიობა, რომელიც ბაზარზეა მოცემულ მომენტში. მოიცავს ორ ელემენტს:
- ამა თუ იმ საქონლის გასხვისებისათვის მზადყოფნას;
- პირობებს, რომლითაც მწარმოებელი თანახმაა გაყიდოს თავისი საქონელი. მიწოდების ძირითადი წყაროებია საქონლის წარმოება, მისი იმპორტი, სასაქონლო მარაგი და ა.შ. მიწოდება პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მატერიალური საფუძველია.