მიხაკი (Dianthus cyri Fisch)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:07, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიხაკი - (Dianthus cyri Fisch. & C. A. Mey.); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophylaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო აღმავალია, შიშველი და დატოტვილი, 12-30 სმ სიმაღლის, ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, 2-4 მმ სიგანის, შიშველი, 3-ძარღვიანი, კიდეებზე წამწამიანი. წვრილი ტოტების ბოლოებზე თითო-თითო ყვავილია. ჯამის კბილები ლანცეტაა. თანაყვავილები – 4, გვირგვინის ფურცლების ფირფიტა სოსანია. წვერში არაღრმად არათანაბარზომიერად ამოკვეთილ-კბილებიანი. ყვ. ნაყ. VI. ნახევარუდაბნოებისა და ველების მცენარეა, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში. ცნობილია აგრეთვე ქვემო ქართლში.