მოდე-მოძმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოდე-მოძმე – ჯვარნი ერთმანეთისთვის მოდენი და მოძმენი არიან, როგორც მორიგე ღმერთის გაჩენილნი ანუ ღვთისშვილნი. ამრიგად, ისინი ერთ მთლიან საძმოს ქმნიან, როგორც ერთ მამის შვილები, და ვალდებულნი არიან ერთმანეთს შემწეობა გაუწიონ, დაეხმარონ დევებთან და ავსულებთან ბრძოლაში. ხუცესთა სადიდებელში ასე ახსენებენ მათ: „თქვენამც იდიდებით, ხთიშვილნო, ხთის ნაბადებნო, სუ ერთურთის მოდე-მოძმენო...“

საკუთრივ მოდეები ხახმატის წმიდა გიორგის ჰყავს, რომლებიც მან ქაჯავეთიდან წამოიყვანა; მათი სახელებია: სამძიმარი, აშექალი, მზექალი, სიმანქალი, განძაი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები