მოზაიკური იატაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოზაიკური იატაკი

მოზაიკური იატაკიიატაკი, დაფარული მონოლითური ბეტონისა და მარმარილოს (ან სხვა მასალის) მოზაიკური დეკორით. დამატებით კომპონენტებად გამოიყენება მინა, ლითონის ნაწილაკები, ზღვის ნიჟარები, მერქნის ნარჩენები და სხვ. იატაკის ნაირფეროვნებას განაპირობებს ბეტონში შერეული პიგმენტები. მოზაიკური იატაკი შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ნახატის სახე. ზედაპირი გამოირჩევა მაღალი ხან-, წყალ- და ცვეთამედეგობით. არსებობს მოზაიკური იატაკის სახეები: ბუნებრივი ქვის (შემავსებელი – ლაზურითი, მარმარილო, ფიქალი, ფრცხილი და სხვ.); მინის (სარკის) (შემავსებელი – კვარცის ქვიშა); ლითონის (შემავსებელი – ფოლადის, ალუმინის, ბრინჯაოს, სპილენძის პატარა ნაჭრები). შესაძლებელია უფრო მდიდრული (ოქრო, ვერცხლი, პლატინა) დეკორატიული ელემენტების გამოყენებაც; კერამიკული (შემავსებელი – კერამიკული ნაფხვენი) და ხის (შემავსებელი კაკლის, არყის ხის, ალუბალის, კოპიტის ნარჩენები).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები