მომსახურების მარკეტინგის საერთაშორისო მოდელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომსახურების მარკეტინგის საერთაშორისო მოდელები - (International models of marketing services), თეორიული მოდელები, კონცეფციები. სათავეს იღებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან და იმ მოვლენის გამოძახილია, რომელიც „მომსახურების სექტორის რევოლუციის” სახელწოდებითაა ცნობილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელდა ჯერ რატმელის მოდელი (1974), შემდეგ მეიგლიესა და ლანგრეარდის მოდელი (1976), გრენროოსის მოდელი, ბიტნერის მოდელი, კოტლერის მოდელი და ა.შ. სხვადასხვა პრინციპზე აგებულ მოდელებში ნაჩვენებია, რეალურ და მომსახურების სექტორებს შორის არსებულ ფუნქციონალურ განსხვავებებთან ერთად, საერთო სტრუქტურული და კონცეპტუალური ნიშნები. თითოეული ავტოავტორი აღიარებს მომსახურების მარკეტინგის მართვისათვის დამატებითი სტრატეგიების (შიდა და ინტერაქტიული მარკეტინგების) გამოყენების აუცილებლობას. მიუხედავად მომსახურების მარკეტინგის საერთაშორისო მოდელების სიმრავლისა, თეორიული საკითხები დღემდე დისკუსიის საგანია და დასრულებული თეორია დღემდე არ არსებობს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანამედროვე მსოფლიოში მომსახურების ფართო დივერსიფიკაციაა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები