მოძღვრის ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოძღვრის ქვა − ჰეღოში (თუშეთში) ერთი მწყემსი ყოფილა. რაც დრო გადიოდა, თანდათან ხდებოდა, მჭლევდებოდა. პატრონმა ცოლს უთხრა, ალბათ საჭმელს არ აძლევ და იმიტომ ხდებაო. ცოლმა უთხრა, მე კი ვაძლევ, მაგრამ უკანვე მოაქვს, არა სჭამსო. წავიდა პატრონი და დაუყარაულდა. ხედავს მოფრინდა სამი მტრედი, თან წიგნი მოიტანეს და გადაუშალეს მწყემსს, საღამომდე ასწავლიდნენ. მერე ეს მწყემსი მოძღვარი გახდა და სიკვდილამდე მოძღვრად იყო ჰეღოში.

დასაფლავებულია ჰეღოს ბოლოს, ვაკეზე. ზედ მაღალი ქვა აქვს დარჭმული. როცა მღვდელი არ იყო ხოლმე, ქვას ცოტას მოსტეხავდნენ, წაიღებდნენ და მიცვალებულს საფლავში ჩაატანდნენ და წესიც აგებული იქნებოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები