მრავალეროვნული ბრიგადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მრავალეროვნული ბრიგადა - ტაქტიკური ფორმირება, რომლის პირადი შემადგენლობა შედგება კონტინგენტის გამომყოფი რამდენიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან. ნატო, ჩვეულებრივ, გამოყოფს „საბაზო“ სახელმწიფოებს, რომელთა სამხედრო მოსამსახურეებისგან ყალიბდება ბრიგადის შტაბი და ინიშნება მეთაური.
საბაზო სახელმწიფოები ახორციელებენ ძირითადი ლოგისტიკური უზრუნველყოფის კოორდინირებას და გამოყოფენ ბრიგადის პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს, სხვა მონაწილე სახელმწიფოები კი – სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაგანაც ყალიბდება ბრიგადა.