მსოფლიო ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსოფლიო ბაზარი - (World market), საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო გაცვლის სფერო, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო დანაწილებას. იმ ქვეყნების ბაზრების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი სასაქონლო-ეკონომიკური ურთიერთობებით. მსოფლიო ბაზარმა წანამძღვრები შექმნა მსოფლიო მეურნეობის წარმოშობისათვის. მსოფლიო ბაზრის განვითარების დონე გამოხატავს წარმოების ინტერნაციონალიზაციის დონეს.