მსუბუქი ბეტონის ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსუბუქი ბეტონის ბლოკი − მასიური ან სიღრუეებიანი ცალობითი სამშენებლო ბლოკი დამზადებული მსუბუქ შემავსებელზე. გამოირჩევა სიმსუბუქითა და მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებით, ამიტომ წარმატებული საშენი მასალაა თვითმზიდი კედლების ასაშენებლად. შემავსებლად გამოიყენება: პემზა, წიდა, კერამზიტი, ტორფი, პერლიტი, ქაფპლასტი, ქაფპოლიურეთანი, პოლისტირენი და სხვ.