მსუბუქი მეტალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსუბუქი მეტალები – მეტალები, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმკვრივე. მსუბუქ მეტალებს მიეკუთვნება: ლითიუმი, ბერილიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ალუმინი, კალიუმი, კალციუმი, ტიტანი, რუბიდიუმი, სტრონციუმი, ცეზიუმი და ბარიუმი. მათგან ყველაზე მსუბუქია ლითიუმი (534 კგ/მ3), ხოლო მძიმე – ტიტანი (4505 კგ/მ3). მსუბუქი მეტალები ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად, აგრეთვე მალეგირებელ ელემენტებად ფოლადისა და თუჯის წარმოებაში.