მუზარადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუზარადა

მუზარადა – (Scutellaria orientalis L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო მოკლე აქვს – 7-25 სმ სიმაღლის, გახევებული, წამოწეული, ჩვეულებრივ – დაკლაკნილი, ხუჭუჭა ბეწვით მოფენილი. ფოთლები მომრგვალო სამკუთხა ან ფართო, კვერცხისებური, ზედა მხარეზე მოკლე, მჭიდროდ მიკრული ბეწვით მოფენილი, მუქი მწვანე ან რუხი მწვანე ფერის. გვირგვინი საშუალო ზომისაა ან საკმაოდ მსხვილი, ყვითელი, გარედან მოკლე, მარტივი და ჯირკვალა ბეწვით მოფენილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ქვიან ფერდობებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ სიღნაღისა და სოფელ ჩალაუბნის მიდამოებში. გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები