მურყანი – თხმელა, (Alnus) არყისებრთა ოჯახის ხე, რომელსაც რბილი, ღია მოწითალო და მყიფე მერქანი აქვს. სინესტეს უძლებდა და სადურგლო თუ სახარატო საქმეში, ასევე, გზების გასამაგრებელი ჯებირების ასაგებად გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
სახოკია, 1985:266; ჯავახური... 2014.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა