მუყაო (ქაღალდი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუყაო – მაგარი სქელი ქაღალდი ზედაპირული სიმკვრივით (1მ2-ის მა-სა) 250 გ/მ2 და მეტი. მზადდება უხეში ბოჭკოვანი მასალისგან (მერქანი, ნახევრადცელულოზა, სულფატური ცელულოზა, მაკულატურა). დანიშნულებისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მიხედვით მუყაო არსებობს: გოფრირებული, დაარმირებული, ელექტროსაიზოლაციო, თაბაშირიანი, პერფორირებული, პოლიგრაფიული, პრიალა, სადიზაინერო, სამშენებლო, სატარე, საფეიქრო, საფეხსაცმლე, საფილტრავი, საშენი, სახურავის, უწვადი, ჩვეულებრივი, შესაფუთი, შუასადები, წნეხილი, წყალშეუღწევი და სხვ.