მუხურის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:27, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუხურის ხატი − დიდი ხნის წინათ, როცა იმერეთის მეფე და დადიანი ომობდნენ, დადიანის ჯარი შემოსულა მუხურაში, სოფელი გაუძარცვავთ, ხალხი დაუხოცავთ, ასულან ელდათის მთაზე, სადაც წმ. გიორგის ეკლესია დაუნგრევიათ, გამოუტანიათ ხატები და წასულან. უკან რომ ბრუნდებოდნენ, გზა ნისლით და ბურუსით დაფარულა და ერთ კლდეს მიდგომიან. რომ არაფერი ჩანდა, უფსკრული ვაკე ადგილად მოჩვენებიათ და ყველანი გადაჩეხილან და დახოცილან. მხოლოდ ერთი მსახური გადარჩენილა და ჯარის დაღუპვის ამბავი წაუღია. ამის შემდეგ დადიანის ოჯახს სიკვდილი დარევია, ცუდ სიზმრებს ხედავდნენ თურმე. ბოლოს, მიმხვდარან, მუხურის ეკლესია რომ დავანგრიეთ და გავძარცვეთ, იმის ბრალი იქნებაო. ჯარი ხომ დაგვიხოცა, ახლა მთელ საგვარეულოს გაგვიწყვიტავსო. გაგზავნეს კაცი მუხურას, წამოასვენებინეს ხატი ოდიშში, რომ ოქროთი და ვერცხლით მოეჭედათ და ისევ მუხურაში დაებრუნებინათ. ასეც გააკეთეს: ოდიშში მოჭედილი ხატი მუხურის ერთ ეკლესიაში, საკვირაოს რომ უწოდებენ, იქ დაასვენეს.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები