ნატოს ჯარების გაშლის და გადაადგილების უზრუნველყოფის სისტემა
ნატოს ჯარების გაშლის და გადაადგილების უზრუნველყოფის სისტემა - ნატოს ჯარების ლოგისტიკის კომპონენტი, რომელიც ევროპაში მოკავშირეთა სარდლობის ჯარების მართვის და ხელმძღვანელობის ავტომატიზებულ საინფორმაციო სისტემაში შედის. გამოიყენება ნატოს ამოცანების გადაწყვეტის პერიოდში ძალების (ჯარების) გადაადგილების და ტრანსპორტირების დაგეგმვის, შეფასების და კონტროლისათვის. ის ეხმარება ჯარების და ტექნიკის ტრანსპორტირების დაგეგმვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს გადასროლის გეგმების შემუშავებასა და რეალიზების შეფასებაში. უზრუნველყოფს გეგმების სწრაფ მომზადებას, ნატოს წევრ-ქვეყნებსა და სარდლობაში მათ დამტკიცებას და დაგზავნას. ამის გარდა, გეგმების შესრულების ეტაპზე სისტემა საშუალებას აძლევს დამგეგმავ ორგანოებს განახორციელონ კონტროლი დაგეგმილ ღონისძიებებზე და საბრძოლო ამოცანების შესაბამისად გეგმებში კორექტივები შეიტანონ.