ნატოს ჯარების და ფლოტის წვრთნები და მანევრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 3 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს ჯარების და ფლოტის წვრთნები და მანევრები - ერთ-ერთი ძირითადი ფორმა ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ჯარების, ფლოტების, სარდლობებისა და შტაბების საბრძოლო მოქმედებების მომზადებისთვის.

მისი მთავარი მიზანია, საბრძოლო მზადყოფნისა და საველე (საფრენოსნო, საზღვაო) გაწვრთნის მაღალი დონის შენარჩუნება, საომარი მოქმედების ორგანიზაციისა და წარმოების დახვეწა ომის საწყის პერიოდში. ფართო მასშტაბის საბრძოლო მოქმედებისათვის შტაბებისა და ჯარების მომზადებას-თან ერთად მეტი ყურადღება ეთმობა იმ გეგმების დახვეწას, თუ როგორ გამოიყენონ ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ლოკალურ საომარ კონფლიქტებში საომარი მოქმედების ერთი ან ორი მომიჯნავე თეატრის ფარგლებში, როგორც ევროპის ომის თეატრზე, ისე მის ფარგლებს გარეთ რთულ, სწრაფადცვალებად ვითარებაში.

სტრატეგიული სწავლებები (მანევრები) ეწყობა ევროპისა და ატლანტიკის ომის თეატრებში განლაგებულ შეიარაღებულ ძალებთან, ოპერატიულ-სტრატეგიული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებთან საომარი მოქმედების თეატრზე; ოპერატიულ გაერთიანებებთან და შენაერთებთან საოპერაციო მიმართულებების ფარგლებში.

XX საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებიდან ყოველწლიურად ეწყობა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოების 4-5 სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში, რომლის მიზანია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ძალების მართვა რეგიონული კონფლიქტებისა და ომის საწყისი პერიოდის პირველი ოპერაციების დროს.

ნატოს გეგმების მიხედვით, ყოველწლიურად ეწყობა 150-მდე სასწავლო ღონისძიება, მონაწილე ქვეყნების ეროვნული გეგმების მიხედვით - 500-მდე, საბრძოლო მომზადების აქცენტის გადატანით ტაქტიკურ რგოლზე. სწავლებები, როგორც წესი, ეწყობა ორმხრივი მეთოდით შემდეგი ხანგრძლივობით: კორპუსის რგოლისა - 2 კვირამდე, დივიზიონისა - 10 დღემდე, ბრიგადისა - 6-8 დღემდე; საბრძოლო მოქმედების ორგანიზაციის და წარმოების საკითხების დამუშავებას ეთმობა სასწავლო დროის 70-80%.

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეტი წილი, წვრთნების ჩანაფიქრით, ევროპაში ომის გაჩაღების ძირითად მიზეზებად განიხილავს კრიზისულ სიტუაციებს ცალკეული ქვეყნების შიგნით, სახელმწიფოებს შორის და მათ შეიარაღებულ კონფლიქტებში ესკალაციას. საბრძოლო ამოცანები წვრთნის დროს იხვეწება უპირატესად დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების პირობებში მაღალი სიზუსტის იარაღის, ავიაციისა და ფლოტის ძალების მასირებული გამოყენებით. ბირთვულ იარაღს განიხილავენ როგორც აგრესორის „დაშინებისა და შეკავების” საშუალებას.

ოპერატიულ-სტრატეგიული დონის სწავლების დაახლოებით 60% ეწყობა კომპიუტერული სამეთაურო - საშტაბო წვრთნების ფორმით და დაახლოებით 30% სამეთაურო-საშტაბო წვრთნების სახით ჯარების ნაწილობრივი გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები