ნატყევარას ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:47, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატყევარას ტბა − უხსოვარ დროში ტბის ადგილას ერთი უღრანი და გაუვალი ტყე ყოფილა, სადაც იმდენი ნადირი და ფრინველი იყო, მონადირეს თოფის გასროლა არც სჭირდებოდა: ხელით იჭერდა ყოველგვარ ცხოველს თუ ფრინველს. ეს იყო მისი ნადირობა, ოღონდ ტყის სახელი არ უნდა ეხსენებინა. ამ ტყეში მიმავალ კაცს რომ ვინმე შეხვედროდა, ეტყოდა, ნათესავებში მივდივარ, ცოტა გამიჭირდა და, იქნება, ხელი გამიმართონო. ერთ მთვრალ მონადირეს ვიღაც მგზავრი შეხვედრია და იმ ტყისკენ წასულან, თან ტყის სახელი უხსენებიათ. მისულან და ტყის ადგილზე უზარმაზარი ტბა დახვედრიათ. როგორც კი წყალში ფეხი ჩაუდგამთ, ტბას ჩაუთრევია და ორივენი დამხრჩვალან. ამის შემდეგ აიკრძალა ტბაში ჩასვლა: ვინც კი ჩასულა, უკან ვეღარ ამოსულა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები