ნიჩაბი (სამეურნეო ხელსაწყო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 10 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიჩაბი, ნიჩაფი (თუშ.) // აჩათანა (ფშ.) - სამეურნეო ხის ხელსაწყო. ითლებოდა თელის ან ცაცხვის ხისაგან. შედგება ტარისა და პირისაგან. საშუალო სიგრძე 140 სმ, ნიჩბის პირის სიგრძე 42 სმ, სიგანე - 21 სმ. ნიჩბით კალოობის დროს მარცვალს ანიავებდნენ. XI საუკუნის ქართული წერილობითი ძეგლი გვამცნობს: „რომლისა იგი ნიჩაბი ველთა მისთა და განინდოს კალოი თვისი და შეკრიბოს იფქლი ისი“. ნიჩაბი არნადთან შედარებით უფრო მომცრო იარაღია. საწნახლის ნიჩაბი არის თითებიანიც (მელული // მერული) და მთლიანიც. როდესაც საწნახელში ყურძენი კარგად დაიჭყლიტება, ნიჩბით უკანა მხარეს მიჰყრიან//შეაგუნდავებენ, ძირში ნიჩაბს გაურჭობენ და ჭაჭას ზემოდან დაუწყებენ დაწბელვას. ამ დროს ნიჩაბი ასრულებს პრიმიტიული საწბერის მოვალეობას.
- გ.გ. ე.ნ.