ომანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომანი (Oman – ომანის სასულთნო), სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ომანის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბეთის ზღვა.

ფართობი - 309,5 კმ2.

მოსახლეობა - 3,9 მლნ.კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი – ქ. მასკატი.

ადმინისტრაციულად იყოფა 59 ვილიეთად (პროვინცია). ომანში აბსოლუტური მონარქიაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია სულთანი, სათათბირო ორგანო – ომანის საბჭო (ორპალატიანი პარლამენტი). ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება. ძირითადი საზღვაო პორტები: მასკატი, ელ-ჰაიდი. საერთაშორისო აეროპორტი - სიბი (მასკატი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 42,6 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 25 ათ., სამხედრო-საჰაერო 8,1 ათ., სამხედრო-საზღვაო 6,2 ათ და სულთნის გვარდია 3,3 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები