ორგანობოჭკოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 29 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორგანობოჭკოვანაკომპოზიტი, რომელიც შედგება პოლიმერული შემკვრელისა და განმამტკიცებლისაგან (შემავსებლისაგან) სინთეზური ბოჭკოების სახით. ასეთ მასალას აქვს მცირე მასა, შედარებით მაღალი კუთრი სიმტკიცე და სიხისტე, ახასიათებს სტაბილურობა ნიშანცვლადი დატვირთვებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიმართ; არ კარგავს სიმტკიცეს საფეიქრო გადამუშავებისას. ორგანობოჭკოვანას დრეკადობის მოდულისა და ტემპერატურული გაფართოების ხაზოვანი კოეფიციენტების მნიშვნელობები შემავსებლისა და შემკვრელისთვის თითქმის ერთნაირია. მასალის სტრუქტურა პრაქტიკულად უდეფექტოა; ფორიანობა არ აღემატება 1-3%-ს (სხვა ანალოგიურ მასალებში 10-20%). აქვთ სტაბილური მექანიკური და დიელექტრული თვისებები, კარგი თბოგამტარია. უარყოფითი მხარეა შედარებით დაბალი სიმტკიცე კუმშვისას და მაღალი დენადობა. კომბინირებული ორგანობოჭკოვანას დასამზადებლად სინთეზური ბოჭკოს ნაცვლად შესაძლებელია მინერალური (მინის, კარბომავთული, ბორმავთული) ბოჭკოების გამოყენებაც, რაც მასალას ანიჭებს მაღალ სიმტკიცესა და სიხისტეს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები