ოფიკლეიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოფიკლეიდი − (ფრანგ. ophicléide, ბერძნულიდან ὄφις - გველი და ბერძ. κλείς - გასაღები), ჩასაბერი საკრავი, ლითონის ფაგოტის მსგავსი. ოფიკლეიდების სახესხვაობებიდან უმთავრესად მიღებული იყო ბარიტონული (in B) და ბანის (in F). გამოიყენებოდა საფრანგეთში სამხედრო და საოპერო ორკესტრებში.