პაგოდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაგოდა – (სანსკრ. भगवत्), აღმოსავლეთ-აზიური ტაძარი, ბუდისტური მემორიალური ნაგებობა და რელიკვიების საცავი. წარმოადგენს კოშკისებრ, ხშირ შემთხვევაში მრავალსართულიან ნაგებობას, რომლის შიგნით ინახება ბუდისტური რელიკვიები. ის პირველად გაჩნდა ჩინეთში, შემდეგ ნეპალში, ინდოეთში, კორეაში, იაპონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში. აქვს ფარდულის ან მრავალიარუსიანი კოშკის ფორმა გეგმით კვადრატული ან 6-, 8- და 12-კუთხა. საშენ მასალად გამოიყენებოდა მერქანი, ქვა, აგური, ლითონი. ტაილანდში, ბირმაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და კამბოჯაში პაგოდა უწოდებდნენ ბუდისტურ მორგს, რომელის ხშირად წარმოადგენდა წმინდა საგნების საცავს ან მემორიალურ კომპლექსებს.
წყარო
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
- სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი, თამაზ ხმელიძის რედაქციით თბ.2015