პედრიგონი ჭრელი
პედრიგონი ჭრელი - Bunter Pedrigon. ქლიავის ეს ჯიში ევროპული წარმოშობისაა. საქართველოში პედრიგონი ჭრელი შემოტანილია სულ ბოლო წლებში.
ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს: უხვი მოსავლიანობა, კარგად ეგუება მშრალ ნიადაგებს და სხვა ჯიშებთან შედარებით უკეთ იტანს გვალვას. ნაყოფი წვიმიან ამინდში არ სკდება.
ხე ძლიერი ზრდისა, ინვითარებს სუსტად შეფოთლილ თხელ ვარჯს.
ნაყოფი საშუალო ზოგჯერ მსხვილი ზომისაა, მრგვალი ფორმის, ფუძესთან ოდნავ შებრტყელებული. ნაყოფის კანი თხელია. ძირითადი მომწვანო ფერი თითქმის არ ემჩნევა და შერჩენილია მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე. დარჩენილი ნაწილი შეფერილია წითლად; ნაყოფზე ემჩნევა უფრო მუქი წინწკლები. ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი თეთრი ცვილისებრი ფიფქი.
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს მეორე ნახევარში.
ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელია, ნაზი, წვნიანი, ძალიან გემრიელი, მომჟავო–ტკბილი გემოსი. კურკა კარგად ეცლება ხორცს.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
