პეტრუშკა (თოჯინების თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:24, 20 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრუშკა – (რუს. Петрушка), ძველებური რუსული ხალხური თოჯინების თეატრი, ჩვეულებრივ მოხეტიალე. სახელწოდება მომდინარეობს წარმოდგენის მთავარი მოქმედი პირის (სცენისზედა, ან ხელით სათამაშო თოჯინის) სახელიდან. სატირული ან იუმორული ხასიათის პიესები, რომლებშიც პეტრუშკა მონაწილეობს, ცნობილია XVII საუკუნიდან. ეს პიესები შედიოდა სკომოროხების რეპერტუარში. წარმოდგენები იმართებოდა ბაზრობებზე, მოედნებზე, ეზოებში. ერთი მსახიობი ათამაშებდა თოჯინებს (პეტრუშკა), ბოშა-გამყიდველი, კაპრალი, ეშმაკი და ა.შ.) და ლაპარაკობდა (იყენებდა ე.წ. ზუზუნას), მეორე კი გუსლზე, სალამურზე, უფრო გვიანდელ ხანაში – არღანზე უკრავდა და ასეთ მუსიკალურ თანხლებას უკეთებდა მოქმედებას.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები