პიკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 22 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიკეტი - (ფრანგული piquet - პალო) საგუშაგო დაცვის ელემენტი XVIII–XIX საუკუნეების ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთ არმიაში. პიკეტში ინიშნებოდა ქვეითების ან კავალერიის ოცეულამდე; იგზავნებოდა მოწინააღმდეგის მხარეს, დასაცავი ჯარებისგან 2–4 კმ-ის დაშორებით, მის წინ გადაადგილდებოდა ავანპოსტი.