პირომეტალურგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პირომეტალურგია – (ბერძ. pŷr ცეცხლი, ალი, სამგლოვიარო კოცონი და metallurgeo მოვიპოვებ მადანს, ვამუშავებ ლითონებს), მეტალურგიის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ლითონების (შენადნობების) მიღებასა და გაწმენდასთან მაღალ ტემპერატურაზე (გამოწვა, დნობა და სხვ.). პირომეტალურგიას მიეკუთვნება თუჯის, ფოლადის, სპილენძის, ტყვიის, ნიკელის და სხვა ლითონების წარმოება.