პოლიაკრილატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიაკრილატი – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი და ინგლ. acryl აკრილი), თერმოპლასტიკური გამჭვირვალე პლასტმასი, რომელიც წარმოადგენს აკრილის, მეტაკრილის ან ციანაკრილის რთული ეთერების მჟავების პოლიმერს.

პოლიაკრილატის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა, პლექსიგლასი), პირველი სინთეზური პოლიმერი კარგი ოპტიკური თვისებებით, რის გამოც მასობრივად გამოიყენება მშენებლობაში, როგორც კონსტრუქციული მასალა (ტყვიაგაუმტარი ფანჯრები, ვიტრაჟები) და ავიამრეწველობაში (თვითმფრინავის ილუმინატორები).

პოლიაკრილატის საფუძველზე მზადდება პოლიმერული კომპოზიტები – საღებავები და ლაქები, რომლებიც მყარ ზედაპირზე წასმისას სწრაფად შრება და წარმოქმნის მდგრად კოროზიასაწინააღმდეგო აფსკს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები