პოლივინილაცეტატური წებო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:38, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლივინილაცეტატური წებო − მზადდება პოლივინილაცეტატის წყლის დისპერსიისაგან და წარმოადგენს რძისფერ არაჟანის მსგავს სითხეს ძმრის მჟავას სუსტი სუნით. წებოს სიმკვრივეა 1200 კგ/მ3. ძირითადად გამოიყენება ფოროვანი მასალების შესაწებებლად. ის ქიმიურად ნეიტრალურია, უხიფათოა, არ სჭირდება გამამყარებელი, გვაძლევს უფერო შეერთების ნაკერს, მაგრამ ნაკლებად თბომედეგია (60°C), სტატიკურ დატვირთვაზე ახასიათებს ცოცვადობა და ამავე დროს არაწყალმედეგია. მერქნის დაწებება ხდება ნორმალურ ტემპერატურაზე ან გახურებით (80°C). წებოს ხარჯია 200 გ/მ2. გამყარების ხანგრძლივობაა 20-40 წთ 25°C ტემპერატურაზე. გახურების შემთხვევაში გამყარების დრო შეადგენს 7 წუთს.