პოლიმერსილიკატური ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:19, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერსილიკატური ბეტონი − თხევადი მინის საფუძველზე დამზადებული, პოლიმერის დამატებით მიღებული ბეტონი. გამოირჩევა მაღალი ქიმიური მედეგობით ნავთობპროდუქტებისა და ორგანული გამხსნელების (აცეტონი, ბენზოლი, ტოლუოლი) მიმართ. გამოიყენება მჟავების შესანახი რეზერვუარების დასამზადებლად, საძირკვლების სარემონტოდ, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში პირაპირების, ბზარებისა და დეფექტების შესავსებად, სამშენებლო კონსტრუქციების, საკვამლე მილებისა და სხვადასხვა აპარატურის ამონაგებად, კამარების, სახურავების, დიაფრაგმების კონსტრუქციულ მასალად, ქიმიურად მედეგი მონოლითური იატაკების მოსაწყობად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები